მართე პროექტები და გაყიდვები ერთ სივრცეში.
- ქონების სრული ინვენტარი
- ფასები და გაყიდვების პირობები
- გაყიდვების ერთიანი პროცესი
იპოვე სასურველი უძრავი ქონება, შეადარე პროექტები და ფასები, ან მართე გაყიდვების სრული პროცესი Upla-ს ერთიანი პლატფორმიდან.
Upla აერთიანებს მყიდველებს, ბროკერებსა და დეველოპერებს ერთ პლატფორმაზე — ქონების მოძიებიდან გაყიდვისა და მართვის პროცესამდე.
Kento იყენებს Upla-ში არსებულ ინფორმაციას, რათა დაგეხმაროს ქონების მოძიებაში, მომხმარებლის კითხვებზე პასუხის გაცემასა და შესაბამისი ვარიანტების შეთავაზებაში.
Upla აერთიანებს გაყიდვის პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს — ლიდის მიღებიდან და ქონების შერჩევიდან ხელშეკრულებამდე და გადახდებამდე.
დაუწესეთ თითოეულ გამყიდველს თვიური მიზანი და ბონუსი, დააჯგუფეთ გუნდებად და ადევნეთ თვალი შედეგებსა და ლიდერებს ყოველ ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან ერთად.
შენატანების გრაფიკი ხელშეკრულებიდან, ინვოისები და ქვითრები ლარში, დოლარსა თუ ევროში, ნაწილობრივი გადახდები და საბანკო ამონაწერის ავტომატური შეჯერება.
გააზიარეთ ერთი ბმული თითოეულ ბინაზე: ფოტოები, გეგმა, რუკა ახლომდებარე ობიექტებით, განვადების კალკულატორი და ჩატი, რომელიც წამებში პასუხობს.
მყიდველი ირჩევს დროს ბინის გვერდზე; თქვენი გუნდი ადასტურებს, გადაიტანს ან აუქმებს მას — სრული ისტორიითა და სინქრონიზებული კალენდრით.
დაადეთ აქციის ფასი არჩეულ ბინებს განსაზღვრული პერიოდით — მყიდველები მას ყველგან ხედავენ, ვადის ამოწურვისას კი ფასი თავისით ბრუნდება.
გაუხსენით პროექტები პარტნიორ ბროკერებს, მიეცით ექსკლუზივი და აკონტროლეთ თითოეული ბროკერის საკომისიო ხელშეკრულებიდან ანაზღაურებამდე.
იპოვე, გაყიდე და მართე უძრავი ქონება Upla-სთან ერთად.